ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი – სისხლიანი გარჩევა ქუთაისში

27.07.25 15:13
ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი – სისხლიანი გარჩევა ქუთაისში

„ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე ბასრი საგნით მამაკაცი მოკლეს, კიდევ ერთი კი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, ხოლო ბრალდებული უკვე დაკავებულია.