კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის! - თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

27.07.25 18:02
კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის! - თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის! - თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. დღეს საღამოს 19:00 საათზე შეკრება ფილარმონიასთან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

ევროპული მომავლის და სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი აქცია კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა დაგეგმეს.

საპროტესტო მოძრაობას შეუერთდებიან სინდისის პატიმრების ოჯახებიც.

დღეს საღამოს დაანონსებულია კულტურის მარში 19:00 საათზე ფილარმონიასთან და იქიდან მსველობა გვექნება პარლამენტამდე. ყველა უნდა შემოგვიერთდეს და შემოვგიერთდით, მეგობრებო! აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან, ჩვენც პატიმრების ოჯახის წევრებიც ვუეთდებით ამ მარშს და ყველას მოგიწოდებთ: მოდით აუცილებლად მარშზე, - ამბობს ნიკა კაციას დედა მარინა აფციაური.