ლუკა კურტანიძე დააკავეს

27.07.25 18:42
ლუკა კურტანიძე დააკავეს

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში "პირველებს" ადასტურებენ. უწყების ცნობით, კურტანიძე ბრალდებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერის პირობების შეუსრულებლობისთვის (სსკ-ის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლები).

კურტანიძის ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე, ამტკიცებს, რომ სპორტსმენმა მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქობულეთში მოხდა. მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

მისივე თქმით, ლუკა კურტანიძის მიმართ შემაკავებელი ორდერი მოქმედებდა, რაც მას ყოფილ მეუღლთან მიახლოებას უკრძალავდა.