ყოფილი მეუღლის ბრალდება და სკანდალური კადრები - რას ჰყვება ხათუნა მიქაცაძე ლუკა კურტანიძეზე

27.07.25 20:10
ყოფილი მეუღლის ბრალდება და სკანდალური კადრები - რას ჰყვება ხათუნა მიქაცაძე ლუკა კურტანიძეზე

მსოფლიო ჩემპიონსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ლუკა კურტანიძეს, სამართალდამცავებმა ხელბორკილები ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის ბრალდებით დაადეს. კურტანიძე მას შემდეგ დააავეს, რაც მისი ყოფილი მეუღლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც თავდასხმის ეპიზოდი ჩანს. კადრებში პოლიციაც ჩანს, თუმცა ქალი აცხადებს, რომ პატრული არ რეაგირებდა.

„პატრულს კურტანიძის ეშინია,“ - ამბობს ძალადობის მსხვერპლი ხათუნა მიქაცაძე „პირველებთან“ ინტერვიუში.

ინციდენტი ქობულეთში მოხდა. კურტანიძემ ყოფილი მეუღლე ჯერ სახლში, შემდეგ კი ქუჩაში სცემა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მიქაცაძეს სახეზე, ზურგსა და კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება და დღეს სასწრაფოს ექიმების დახმარებაც დასჭირდა.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.