„გმირების ქვეყანა ოკუპანტების საკონკურსო არენა არ არის!“ - პროტესტი რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ
თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე რუსი სპორტსმენები მთელი დღის განმავლობაში პროტესტის სამიზნე იყვნენ. დილით სამხედრო წოდებების მქონე რუსი მოფარიკავეები სამოქალაქო აქტივისტებმა ფოიერვერკებითა და შეძახილებით გააღვიძეს. შუადღეს აქციის მონაწილეებმა მათ „პუტინის მონები“ ეძახეს, ხოლო საღამოს სხვა ლოკაციებზეც განაგრძეს პროტესტი. დედაქალაქის რამდენიმე წერტილში გაიშალა ანწუხელიძის ფოტოები და პლაკატები, რომლითაც აქტივისტები რუს სპორტსმენებს რუსული გემის მიმართულებით „სვლას ურჩევდნენ“.
მათი განცხადებით, საქართველოში ჩამოსული ეს სპორტსმენები არიან პირები, რომლებიც რუსეთის არმიაში მაიორისა და ლეიტენანტის წოდებებს ატარებენ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.
დღევანდელი აქციების მთავარი გზავნილი ასე ჟღერდა:
„გმირების ქვეყანა ოკუპანტების საკონკურსო არენა არ არის!“
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.