13 მლნ მხოლოდ ერთ კონცერტში - რა არის "ოცნების" პრიორიტეტი?

27.07.25 20:39
13 მლნ მხოლოდ ერთ კონცერტში - რა არის "ოცნების" პრიორიტეტი?

რა არის „ქართული ოცნების“ რეალური პრიორიტეტი? - ბიუჯეტი, რომელიც არასდროს ჰყოფნის სოციალურად დაუცველების, დევნილების ან შიმშილობის ზღვარზე მყოფი ბავშვების პრობლემების მოგვარებას, საკმარისი აღმოჩნდა გრანდიოზული კონცერტების დასაფინანსებლად.

23 ივლისს მხოლოდ ერთ ღონისძიებაზე სახელმწიფომ 13 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, მაშინ როცა მეორე დღეს ასობით ოჯახი შვილებთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს ივანიშვილის გუნდის მიდგომას, - აცხადებენ ოპოზიციაში.

უკანასკნელი წლების განმავლობაში კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებების სუბსიდირებაზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. ფინანსისტებისთვის დღემდე გაუგებარია, რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ამ ხარჯებს.

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების მიერ ასეთი პრიორიტეტების არჩევა მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს - „ქართულ ოცნებას“ ხალხის გაჭირვება არ აინტერესებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.