"კულტურა უსამართლობის წინააღმდეგ" - თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება
ხელოვნება თავისუფლების სამსახურში! - თბილისში საპროტესტო აქცია იმართება. აქცია, რომელიც სინდისის პატიმრებს და საქართველოს ევროპულ არჩევანს ეძღვნება, კულტურის სფეროს წარმომადგენებმა დააორგანიზეს.
პროტესტის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსველობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ისინი ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ, რის შემდეგაც იქ სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
მარშის შემდგომ ჩვენ გავაკეთებთ კულტურის ერთობლივმგანცხადებას, რაც ეხმიანება რეალურად არჩევნებს და ეხმიანება ჩვენი მომავლის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ამის გარდა, გვექნება პრეზენტაცია მანიფესტების, არტისტული მანიფესტების ვიდეოპრეზენტაცია და ცოცხალი გამოსვლები, მათ შორის, მუსიკალური, ასევე კინოს აქვს ძალიან დიდი სერია,რომელიც ახლა დაიწყეს პოლიპატიმრებზე და სინდისის პატიმრებზე, ამის პრეზენტაციაც გვექნება, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
საპოტესტო მსვლელობას მიუყვებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც.
მსვლელობის დაწყებამდე მოქალაქეებმა ფილარმონიასთან პერფორმანსიც მოაწყვეს და შავ ნაჭერზე თეთრი ძაფით ამოქარგეს სიტყვები: "თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები".
რა ხდება რუსთაველზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.