მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადადო

28.07.25 11:11
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადადო

ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განმარტებით, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც გულდასმით სჭირდება შესწავლა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, ანატოლი გიგაურმა დარბაზში სხდომებს მიმართა.

პირველი, რასაც აკეთებთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხვდებით ტაშით, არავითარი ცრემლები, ბოროტებას არ მისცეთ საშუალება, რომ გაიმარჯვოს", - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

 

ამასთან გიგაურმა განმარტა, თუ რატომ არ მისცა ჩვენება.

პროკურორმა თქვა, რომ მე ჩვენება არ მივეცი - როცა შემიყვან ოთახში და თავში მუშტებს მირტყამ და მერე ჩვენებას მოგთხოვენ, არ ვიცი, რომელი სრულყოფილი ადამიანი მისცემს ჩვენებას?!

აქ პროკურორმა მოიყვანა ერთი პოლიციელი, რომელმაც ჩვენებმა მისცა თქვენ წინ და ასეთი რამ თქვა - თუ გიგაურს დაესხა თავს პოლიციელი და მას უშავებდა რამეს, ეს მან იცის, ეს მე არ მეხებოდაო.

მოიყვანა მეორე პოლიციელი, რომელმაც გვითხრა, განგვიმარტა, რომ მას ჩემზე ხელი არ მოუკიდია, მას მე არ დავუკავებივარ…” - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.