ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს-ანატოლი გიგაურის ადვოკატი
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადადო. ჯერ ცნობილი არ არის, თუ როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს.
როგორც გიგაურის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ამბობს, მოსამართლეს ორი მიმართულება აქვს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს.
მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შანსი და შესაძლებლობა არის, მე მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს,-ამბობს ის.
დღეს ორ საქმეზე უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი. გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე ველოდით განაჩენს და გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ველოდით, რომ დღეს გიგაურზე განაჩენი გამოცხადდებოდა, რადგან თვითონ მოსამართლემ თქვა, რომ დღეს გამოცხადდებოდა განაჩენი. ორივე სხდომა თარიღის გარეშე გადაიდო.
ძალიან ბევრი ეჭვი და ძალიან ბევრი ვარაუდი მაქვს არამხოლოდ საქმის სირთულიდან გამომდინარე, 9 თვეა, საქმეს განიხილავენ, თუმცა, გარკვეული აქცენტები მოსამართლეს დარწმუნებული ვარ, უკვე დასმული აქვს.
გიგაურის საქმე განსხვავებულია ნაწილობრივ, ბევრის სხვა საქმისგან, ვინაიდან აქ მოსამართლემ უპირობოდ უნდა დაადგინოს, რომ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული ქმედება, ან არ იყო. ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შანსი და შესაძლებლობა არის, მე მაინც იმისკენ ვიხრები, რომ მოსამართლეს ორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს, ან უნდა გაამართლოს გიგაური, ან გაამტყუნოს. იგივე მდგომარეობაა გიორგი ახობაძის შემთხვევაშიც, პირს ან აქვს ნარკოტიკი, ან - არა, ალტერნატივა არ არსებობს გადაკვალიფიცირების",- განაცხადა ცუცქირიძემ.