სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა გრძელდება- სხდომაზე პროკურატურის მოწმეები გამოიკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლო დღეს მთავარი გამომძიებელი, არსენ ღუნაშვილი დაიკითხება. მის გარდა მოწმედ პროკურატურამ კიდევ ორი გამომძიებელი გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ ალხაზიშვილი მოიყვანა.
ამასთან, გაგრძელდა გამომძიბელი ლევან ბასილაძის დაკითხვაც, რომელმაც საქმეში ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ უხმო ვიდეო მტკიცებულებად ჩადო.
შეგიძლიათ დადასტურებით თქვათ, რომ ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი და ვეფახია კასრაძე ნამდვილად ხელმძღვანელობდნენ იმ ძალადობრივ დაჯგუფებას, როგორც თქვენ ეძახით“,- ასე მიმართა ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვლმა, მოწმეს, რომლემაც ვერცერთ კითხვას ცალსახა პასუხი ვერ გასცა.
ადვოკატი: ნიკოლოზ ჯავახიშვილთან მიმართებით, დადგინდა თუ არა, რომ ყველა ის ძალადობრივი მოქმედება, რასაც ის ჩადიოდა ორგანიზდებოდა ცეცხლაძის, კასრაძს და კაძელაშვილის მიერ?
მოწმე: ნიკოლოზ ჯავახიშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები არ ჩამიტარებია....ჩემს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები იყო მნიშვნელოვანი მტიცებულებები, რომლითაც აღნიშნული დგინდებოდა
ადვოკატი: თქვენს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით არ დადგინდა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის მოქმედებებს აორგანიზებდა ზევით ჩამოთვლილი პიროვნებები?
მოწმე: .... დადგინდა თუ არ დადგინდა შეფასებითია, ჯავახიშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები არ ჩამიტარებია.
ადვოკატმა ასევე კითხვა დასვა ფოირვერკის გასრილის თემაზეც-ითვლებოდა თუ არა იმ მომენტში სამართლადარღვევად. თუმცა, მომწე ცდილობდა, ძალიან შაბლონური და ზედაპირული პასუხებით შემოფარგლულიყო.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში საქმის გამომძიებელი გიორგი ჯიქია იკითხება.