ვინ არის გამომძიებელი, რომელსაც ხათუნა მიქაცაძე, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, დახმარებას სთხოვდა

28.07.25 15:22
ვინ არის გამომძიებელი, რომელსაც ხათუნა მიქაცაძე, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, დახმარებას სთხოვდა

იდენტიფიცირებულია გამომძიებელი, რომელსაც ელდარ კურტანაძის ყოფილმა ცოლმა სავარაუდო დანაშუალი შეატყობინა, პოლციელმა კი რეაგირება არ მოხდინა. ეს ადამიანი ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი - სალომე ცეცხლაძეა.

ირკევა, რომ გამომძიებელს ხათუნა მიქაცაძემ მის სახლში ელდარ კურტნაძის უკანონო გაადგილების შესახებ  შეტყობინება ჯერ კიდევ 21 ივლისს გაუგზავნა და დახმარება სთხოვა, თუმცა, პოლციიამ ფაქტი არ შეიმჩნია, რასაც გუშინ ქალის სასტიკი ცემა მოჰყვა.

“პირველები“ შეეცადა, სალომე ცეცლხაძისთვის კითხვები დაესვა, თუმცა, ის სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგან დასვენების დღე ჰქონდა.

“პირველების“ კითხვებს არ უპასუხა არც პოლიციის უფროსის მოადგილე,  თორნიკე იმნაძემ. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ კითხვების შემთხვევაში პრესამსახურს უნდა მიმართონ და შენობის დატოვება მოსთხოვა.

თუ თქვენ თვლით, რომ გავქთ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მობრძანდით და დაწერეთ განცხადება, -უთხრა მან ჟურნალიტს.

ხათუნა მიქაცაძემ გამოიძიებას არაერთხელ მიაწოდა მტკიცებულებები, საქმეში არსებობას აუდიოჩანაწერები, სადაც კურტანიძე ყოფილ ცოლს ყელის გამოჭრით, სისხლის დაღვრით და დამარხვით ექმურება. მისი თქმით, გუშინდელი ინციდენტი პირველი შემთხვევა არ იყო და წლების და თვეების განმავლობაში ძალადობდა ყოფილი ქმარი მასზე, ეს ყველაფერი კი დევს გამოძიების აფილებში, თუმცა მანამ, სანამ კადრები არ გასაჯაროვდა, როგორ ძალადობს კურტანიძე ყოფილ ცოლზე, მანამდე რეაგირება არავის მოუხდენია.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში გუშინ შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.