იმედია, კალაძე გადმოიხედავს ფანჯრიდან და შეამჩნევს აქ ხალხს - თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები მერიასთან აქციას მართავენ

28.07.25 15:59
იმედია, კალაძე გადმოიხედავს ფანჯრიდან და შეამჩნევს აქ ხალხს - თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები მერიასთან აქციას მართავენ

საპროტესტო აქცია მერიასთან - ადგილზე თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები  და სამოქლაქო აქტივისტები იმყოფებიან.

მათი თქმით, მათი მიზანია, თბილისის მერს გააგონონ ხმა, ვინაიდან ის ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა, არადა, მეხუთე დღეა, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს.

იმედია, კალაძე გადმოიხედავს ფანჯრიდან და შეამჩნევს აქ ხალხს -ამბობენ აქციის მონაწილეები.

არავინ დაინტერესებულა, ვინაიდან, ნანგრევებთან არ ისურვეს მოსვლა, გადმოვინაცვლეთ, იმედია, გადმოიხედავს ფანჯრიდან და შეამჩნევს აქ ხალხს, გამოვა და დასვამს კითხვას, რატომ ვართ აქ. ვინაიდან, ის აკონკრეტებს, რომ მხოლოდ თბილისის მოქალაქეებზე მხოლოდ პასუხისმგებელი, მე ვარ თბილისის მოქალაქე, რეგისტრაცია აქ მაქვს და მინდა, რომ დაინტერესდეს ჩემი მდგომარეობით, -ამბობს აქციის მონაწილე.

გამოვიდეს, როგორც ხალხის მერი, დაგვიდგეს წინ და გვესაუბროს როგორც ადამიანი, ადამიანს. ჩვენ რომ არ გვიჭირდეს, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით, 2024 წელს, თურმე დევნილთა სამინსიტრომ 50 ათასი დამიმტკიცა, მე კი გავიგე იმ დღეს, როცა მოხდა გამოსახლება. დღეს დამირეკეს და მკითხეს, როდის მივიდოდი, რომ განაცხადი წამომეღო, -ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.