შადრევნის წყლის წითლად შეღებვის გამო, აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმეს
სამოქალაქო აქტივისტს, თამარ კურატიშვილს, რომელმაც 2025 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანის წყალი წითლად შეღება, თბილისის მერიამ 5000-ლარიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
მერიის სამსახური მიიჩნევს, რომ ეს იყო “საზიანო ნარჩენები“.
კურატიშვილი სარჩელის შეტანას სასამართლოში აპირებს.
20 ივნისს პარლამენტის წინ შადრევანის გასაწითლებლად ჩავყარე წითელი ბუნებრივი საღებავის ფხვნილი, რომლის საკვებად გამოყენების შემთხვევაშიც ვერ მოიტანდა ზიანს, არა თუ რაიმე სხვა სახის პრობლემას წარმოშობდა. ამ აქტის მიზანი იყო 20 ივნისის პერიპეტიების საზოგადოებისთვის შეხსენება. ერთ საათში შევიტან საჩივარს სასამართლოში,- წერს კურატაშვილი სოციალურ ქსელში და ჯარიმის ოქმს აქვეყნებს.
"გვახსოვს რა ჩაიდინეთ 20 ივნისს" - “გავრილოვის ღამიდან“ 6 წლის შემდეგ, აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს.