ბაია პატარაია: კურტანიძეს არაერთხელ შერჩენია სხვადასხვა ტიპის ძალადობა

28.07.25 23:38
ბაია პატარაია: კურტანიძეს არაერთხელ შერჩენია სხვადასხვა ტიპის ძალადობა

ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებლის, ბაია პატარაიას განცხადებით,  ლუკა კურტანიძეს "არაერთხელ შერჩენია სხვადასხვა ტიპის ძალადობა". 

მისი თქმით, "კურტანიძე აშინებს თავის მსხვერპლებს და აიძულებს, რომ გაიტანონ საჩივრები პოლიციიდან".

ელდარ კურტანიძესთან დაკავშირებით ეს არ არის პირველი საჩივარი და ეს ქალბატონი არ არის პირველი ქალი, რომელიც ამბობს, რომ ელდარი არის მოძალადე. ჩვენ გვქონდა სხვა დროსაც მსგავსი შემთხვევა, იმ სხვა საქმეზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა არც ამ კონკრეტულ ქალთან და არც ეს არ არის პირველი ქალი, რომელიც არის მსხვერპლი. 

ზოგადად ელდარ კურტანიძე გამოირჩევა მრავალცოლიანობით. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია ამ სიტუაციაში მის საქმესთან დაკავშირებით გარკვევა და მას ჰყავს ძალიან ბევრი ცოლი, ასე ეძახის თვითონ. 

პრაქტიკულად ყველა ეს ქალი სხვადასხვა ეტაპზე არის ხოლმე, სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი. ამის შესახებ გავრცელებულია ეს ინფორმაცია, პოლიციაშიც არაერთხელ შესულა განცხადება, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ  დღემდე ეს ადამიანი ქალზე ძალადობისთვის ნასამართლევი არ არის...

ელდარ კურტანიძე გამოირჩევა იმით, რომ აშინებს თავის მსხვერპლებს და აიძულებს, რომ გაიტანონ ეს შეტყობინებები და საჩივრები პოლიციიდან. ეს დადასტურებული ფაქტია. ძალიან კარგად იცის შსს-მ და პროკურატურამ რაზე ვლაპარაკობ მე. მათთვის ეს ყველაფერი ცნობილია... 

რეალურად იმ კადრებში, რომელიც უკვე გავრცელდა და ყველამ ვნახეთ, როგორ ნაზად და სათუთად ექცევა პოლიცია, როგორ ცდილობს უბრალოდ გაარიდოს სიტუაციას ელდარ კურტანიძე, რომელიც არის უკიდურესად აგრესიული, იგინება უშვერი სიტყვებით, იწევს ფიზიკურად სხვა ადამიანზე. სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო ელდარ კურტანიძის ადგილას იმ წუთში გაკოჭავდნენ და დაადებდნენ ხელბორკილებს და ჩასვამდნენ მანქანაში. მაგრამ ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ იმიტომ, რომ ის არის ცნობილი, პოლიციელებიო მა სცნობენ და აქვს გარკვეული სახის პრივილეგიები ამ კაცს და არაერთხელ შერჩენია მას სხვადასხვა ტიპის ძალადობა და ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს," - განაცხადა ბაია პატარაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში  შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება. ლუკა კურტანიძე, ბრალის წარდგენას ბათუმის იზოლატორში ელოდება.