ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ვიბრძოლებთ ბოლომდე - ჯანო არჩაიას პასუხი მიხეილ ყაველაშვილს

29.07.25 13:33
ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ვიბრძოლებთ ბოლომდე - ჯანო არჩაიას პასუხი მიხეილ ყაველაშვილს

 

 

ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს - ასე პასუხობს მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას შეწყალების თაობაზე სინდისის პატიმარი, ჯანო არჩაია. 

ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება - განაცხადა არჩაიამ სასაამრთლოზე, სადაც ამ წუთებში 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. 

არჩაიამ სხდომაზე ასევე მიმართა სასულიერი პირებსაც და მათ "ხმის ამოღებისკენ" მოუწოდა. 

„მინდა დავამატო და მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან, მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან - ღმერთს თუ სატანას. როცა მოუწოდებთ მრევლს, სულიერ შვილებს, ერთი დაფიქრდით, თავად თქვენს შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ, როგორ სცემენ ციხეში და სამი წლის ბავშვებს ქუჩაში ყრიან. ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ... რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება“, - განაცხადა ჯანო არჩაიამ.

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.