ადვოკატი: ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კურტანიძე აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩეს
ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე ბრალის დამძიმების შემდეგ თავს კვლავ უნაშაულოდ თვლის. მისი უფლებადამცველის განცხადებით, ისინი შეეცდებიან, რომ ლუკა კურტანიძე აღკვეთი ღონისზიების გარეშე დარჩეს და თუ ეს შესაძლებელი არ იქნება გირაოს გადაიხდიან.
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის ადვოკატი კვლავ იმეორებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი "პროვიკაციის მსხვერპლი გახდა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ქვეყანაში არეულობისა და გადატრიალების მომწყობმა ჯგუფმა დაგეგმა".
ბრალდებულს პროკურატურა ედავება სამი მუხლით ეს არის 126-ე მუხლის პირველი - ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორე წევრზე ძალადობა, 187-ე - ნივთის დაზიანება და 381-ე შემაკავებელი ორდენის გათვალისწინებული პირობების დარღვევას.
არ ვეთანხმებით ბრალს, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩეს ან წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვართ გირაო გადავიხადოთ და იმედი გვაქვ სპროკურატურის მხრიდანაც, რომ შუამდგომლობა დაყენებული იქნება არა პატიმრობა, არამედ გირაო.
ჩვენ ბოლომდე მიგვაჩნია, რომ კურტანიძე არის ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი ძალების მხრიდან ქვეყანაში, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაციას და რაღაც არეულობის შემოტანას საზოგადოებაში.
"ნაციონალური მოძრაობაა" მხედველობაში და ის ჯგუფი, რომელიც დგანან საზოგადოებაში და ქვეყანაში არეულობისა და გადატრიალების მოწყობის... ბიზნესმენები, რომლებიც ასოცირებულები არიან ოპოზიციურ პარტიებთან," - განაცხადა ადვოკატმა.
ამ დროისთვის, უცნობია ზუსტად როდის გაიმართება ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.