სად არის ჩანაწერში მყოფი მესამე პირი? - 8 პირის საქმის მთავარი გამომძიებელი ადვოკატის შეკითხვებს ვერ პასუხობს
სინდისის 11 პირის საქმის მთავარი გამომძებელი, არსენ ხუნაშვილი თითქმის 6 საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში იკითხება.
ვინაიდან არსენ ხუნაშვილი 8 პირის საქმის მთავარი გამომძიებელიაცაა - მოწმე ვეფხვია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმეებში ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით, უფლებადამცველლმა, რევაზ აჭარაძემაც გამოკითხა.
ვიდეო-ჩანაწერი რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და მასში, ბრალდების მხარის მტკიცებით, საუბარია, ორგანიზებულ დანაშაულზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით პატაკის შედგენისას საუბარი იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაორგანიზებულიყო რაიმე ძალადობრივი ქმედება, თუმცა ჩანაწერში რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია იკითხება.
უფლებადამცველები დაინტერესდენენ, როგორ დაადგინა გამომძებელმა, რომ საუბარი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რევაზ აჭარაძე - რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება მოისმინეთ ჩანაწერში?
მოწმე - დიახ.
რევაზ აჭარაძე - ბრალშიც ასეა, რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარედ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იგეგმებოდაო, პარლამენტთან ძალადობრივი ქმედება რომ იგეგმებოდა რითი ირკვევა ამ ვიდეოდან?
მოწმე - საუბარში ასახული გარემოებებიდან გამომდინარე, რა სიტუაციაზეც საუბრობს, კადრებში ჩანს პირები, რომლებსაც სახეზე მორგებული აქვთ ატრიბუტები, რაც ამ აქციაზე გამოიყენებოდა, უკან ჩანს ბილტმორის შენობა, რაც შეეხება მათ მიერ განსახორციელებელ მოქმედებებს მიუთითებენ, რომ მშენებლობა აქვთ მამადავითთანო და რა პრობლემაა ბენზინის მისხმა, ბიჩოკი ვითომ გადაგვივარდაო.
ადვოკატის შეკითხვაზე სად ისმის, რომ პარლამენტთან იგეგმება ძალადობრივი ქმედება. არსენ ხუნაშვილი პასუხობს, რომ ჩანაწერში "პარლამენტის შენობას და მიმდებარე ტერიტორიას არ ახსენებენ".
რევაზ აჭარაძე - სად ისმის, რომ პარლამენტთან უნდა დავაორგანიზოთ ძალადობრივი ქმედებაო? ადგილთან პარლამენტთან?
მოწმე - 200 კაცი უნდა დავხვდეთ, პარლამენტის შენობას და მიმდებარე ტერიტორიას არ ახსენებენ.
ასევე, ადვოკატი დაინტერესდა ვინაა მესამე პიროვნება, რომელიც ადგილზე იმყოფება, დიალოგშიც ერთვება და სავარაუდოდ, მის მიერაა გაკეთებული ფარული ჩანაწერიც.
დაკითხვისას ირკვევა, რომ საქმის მთავარი გამომძებელი ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, საგამოძიებო მქმედები ჩაატარეს, თუმცა ვერ დაადგინეს მესამე პირის ვინაობა, მაგრამ ვერ ასახელებს რა სახის საგმოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
უფლებადამცველმა, არსენ ხუნაშვილს ჰკითხა მივიდა თუ არა ის ტელეკომპანია "იმედში", რომელმაც აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა, ან გაგზავნა თუ არა წერილი, რათა ვიდეოზე ინფორმაცია მიეღო, რაზეც მთავარმა გამომძიებელმა უპასუხა - "არა".
ადვოკატი - ამ საუბარში კიდევ ვინმე მონაწილეობდა?
მოწმე- მესამე პირია, რომელიც რამოდენიმე სიტყვას ამბობს.
ადვოკატი- გამვლელია და პიკასოს ნახატებზე ლაპარაკობს თუ საუბარში ერთვება?
მოწმე- ერთვება.
ადვოკატი- ეს მესამე პირი არ დაგაინტერესდათ ვინ იყო?
მოწმე- დადგენილი არ არის, ვინ იყო.
ადვიკატი- თუ რეალურად ასეთ საშინელებას გეგმავდნენ ეს ადამიანები, რა ედგა იმას წინ, რომ ამ მესამე პირის იდენტიფიცირება გაგეკეთებინათ?
მოწმე- თქვენ ძალიან მარტივად უყურებთ ესეიგი ადამიანის დადგენას
ადვოკატი- თქვენ ძალიან მარტივად უყურებთ ადამიანებისთვის 9-წლიანი ბრალის წაყენებას. ეს ვიდეო "ტელე იმედს" ედო. მიხვედით ტელეკომოანიაში ან გააგზავნეთ წერილი რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია ამ ვიდეოზე?
მოწმე - არა
ცნობისთვის, 8 პირის საქმეზე, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
[ფოტო: არქივი]