ვინ გამდიდრდა ჯარის ფულით? - ტომოგრაფიის აპარატის საიდუმლო შესყიდვაში ოთხი კომპანია ფიგურირებს
კომპანია "ეი ბი ემ"-ის წარმომადგენლები, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი ჩამოიტანა, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად მანქანაში ჩაიკეტნენ და ტერიტორიის დატოვება სცადეს.
"პირველების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ კორუფციულ სქემაში შესაძლოა, ოთხი კომპანია ფიგურირებდეს. მათ შორის, თავად "ეი ბი ემ"-მაც, რომელმაც ტომოგრაფიის აპარატი არა უშუალოდ თავად შეიძინა, არამედ შპს "პულსარ საქართველოსგან" იმ კომპანიისგან, რომელმაც 7 ტონიანი აპარატი რეალურად შემოიტანა, ჰოსპიტალში მიიტანა და დაამონტაჟა.
"პულსარის" მფლობელი ფაქტს ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა თანხა მიიღო აპარატისთვის შუამავალი კომპანიისგან.
მესამე ფიგურანტი კომპანიაა შპს "დ გ კომუნიკაცია", რომელიც თავდაცვის სამინისტროსგან თითქმის 4 მილიონი ლარის ტრანზაქციით დაფინანსდა - მაშინ, როცა ტომოგრაფიის აპარატი უკვე ორჯერ იყო გადაყიდული. კომპანიის მფლობელი დავით დავითაშვილი მედიის კითხვებზე კომენტარს არ აკეთებს.
თავდაცვის სამინისტრომ აპარატი გორის ჰოსპიტალისთვის საიდუმლო წესით შეისყიდა. ამ პროცესში კი ორი მთავარი კითხვა დგას:
რატომ გახდა საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვის გასაიდუმლოება?
რატომ მონაწილეობდა გარიგებაში რამდენიმე შუამავალი კომპანია?
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.