ონისე ცხადაძე მოსამართლეს - “იმედის“ პროექტს ჰგავს ეს სასამართლო, ვერ გავიგე - ვინ, ვინ არის
„იმედის“ პროექტს ჰგავს ეს სასამართლო. ვერ გავიგე - ვინ, ვინ არის. მგონია, რომ პროკურორებიდან რომელიმე ან თქვენ, თავზე მოიძრობთ და მაკა ზამბახიძე იქნება, - ამი სიტყვებით მიმართა საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე პროკურორებს და მოსამართლეს.
ცხადაძემ მოსამართლე გალუსტაშვილს მოუწოდა, “ყველაფერი სიმართლის და მათ სასარგებლოდ დაასრულოს“.
მე გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერი ისე მიდის, რომ ეს ყველაფერი ძაან მალე შეიცვლება ან როცა ყველაფერი შეიცვლება დარჩება ისტორიაში ძალიან ცუდად, არანაირი ინტერესი არ მაქვს რაღაცები რომ შეიცვლება დასჯისკენ მოვუწოდო ქუჩაში ვიღაცების ახალ ადამიანებს, რასაც ვატყობ ამ საქმეში როგორც კი შანსი გექნებათ ეს ყველაფერი უნდა დაასრულოთ ჩვენი და სიმართლის სასარგებლოდ.
ამ ქვეყანაში მოგვიწევს ყველას ცხოვრება და არ შეიძლება ცუდი დამოკიდებულება დაგვრჩეს ერთმანეთთან, იგივეს მოვუწოდებ სხვა პროკურორებსაც და მოსამართლებსაც სხვა საქმეზე, ნაკროტიკები ჩაუდეს ხალხს და საშინელებებს უკეთებენ,
იმედის პროექტს ჰგავს ეს სასამართლო, ვერ გავიგე ვინ ვინ არის.... მგონია, რომ რომელიმე პროკურორებიდან ან თქვენ [მოსამართლეს] თავზე მოიხდის და მაკა ზამბახიძე იქნება.“,- თქვა ონისე ცხადაძემ.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.