რისთვის უნდა დამსაჯოთ, რომ ადამიანს მივენდე?- ატირებული ლუკა კურტანიძე განსასჯელის სკამზე

29.07.25 19:25
რისთვის უნდა დამსაჯოთ, რომ ადამიანს მივენდე?- ატირებული ლუკა კურტანიძე განსასჯელის სკამზე

ატირებული  ლუკა კურტანიძე განსასჯელის სკამზე-ბათუმის საქალაქო სასამართლო ყოფილი მოჭიდავის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს. 

ამ წუთებში სხდომაზე ბრალდებული სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობს და ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ასევე დეტალურად ჰყვება მისი და მისი ყოფილი ცოლის ურთიერთობის და კონფლიქტის მისეულ ვერსიას.

კურტანიძე ამტკიცებს, რომ ხათუნა მიქაცაძე, რეკავდა ფედერაციაში, ასევე, მსოფლიო ფედერაციაში აგზავნიდა წერილს, რომ ის მოძალადეა და ღირსებას ულახავდა.

დავიბადე აფხაზეთში და აფხაზეთის ტრაგედიის მონაწილე ვარ, მაშინ არ მიმიტოვებია საქართველო, როცა მთელ ქვეყანას შიოდა და სხვა ქვეყნები მილიონებს მთავაზობდნენ, მე მესმის სიმძიმე თქვენი, როგორც პროკურორის, მაგრამ ქალბატონი ხათუნა, რომელიც 2012 წელს გავიცანი, ცხოვრობდა ნაქირავებში, ორ პატარა მცირეწლოვანთან ერთად. იმის გამო რომ მათ არ ეგრძნოთ რომ მის შვილებს თავი დაჩაგრულად, 183 კვადრატი ბინა გადავეცი ჭავჭავაძეზე საჩუქრად, ავტოფარეხთან ერთად. მას მივეცი არამარტო სახლი კარი,  არამედ სხვა რამეები, ვაჩუქე 200 კვადრატი პეტრეს ციხესთან, შემდეგ ხელი ჩავკიდე და მთელი მსოფლიო შემოვატარე. როდესაც მე პარლამენტის წევრი გავხდი, სრულად ვენდე და ყველაფერი გადავუფორმე. ეს ყველაფერი ხდებოდა იმ გრძნობით რასაც ოჯახი ჰქვია და მე ვაკეთებდი ისეთ რამეს რასაც 100 დან 99 პროცენტი მამაკაცი არ გააკეთებს. ეს არის ფაქტები. წლებია შემდეგ მე მეგონა ბედნიერი ვიყავი, მაგრამ 2019 წელს, როცა ქონებები თავისთვის მიითვისა და მე მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე,  და ამას ვზეიმობდი, და დავტოვე სახლში,  მინდოდა ჩუქება გამეკეთებინა ბინისთვის, მაგრამ ხათუნამ თქვა რომ ნასყიდობა გაგვეფორმებინა.  2019 წლის ოქტომბერში გაირკვა, რომ ის წავიდა და არჩევანი გააკეთა შვილებზე. ბევრი მცდელობის და თხოვნის მიუხედავად უარი იყო. მერე, 23 ოქტომბერს, 2019 წელს, მანქანით შევხვდი და ახსნა ვთხოვე. გამოიძახა პატრული და თქვა, რომ ფსიქოლოგიურად ვძალადობდი მასზე. ამის მერე მერე შემაკავებელი გამომიწერეს, იარაღიც ჩამომართვეს და სამსახურიც დავკარგე.

მე როგორც სპორტსმენი ვაგროვებდი ქონებას, ბორჯომში, ქობულეთში, თბილისში და მის შემდეგ, 2021 წელს, მისი ინიციატივით, მითხრა, რომ თუ გინდა ისევ ერთად ვიყოთ, თანამესაკუთრე გამხადე და მერე მოვაწერ ხელს როგორც მეუღლე.

როგორც კი ხელი მოვაწერეთ და თანამესაკუთრე გავხადე სამივე ლოკაციაზე, იმ დღესვე მითხრა, რომ მიდიოდა და დრო მთხოვა. ამოს შემდეგ კონტაქტზე არ გამოდიოდა. გავიდა ნახევარი წელი და მივედი ჩემს ნაჩუქარ ბინაში, კამერები იყო დაყენებული და დამირეკა და მითხრა, რომ წავსულიყავი თორე პოლიციას გამოუძახებდა. ვუთხარი, რაც ვილაპარაკეთ იმაზე ვარ მოსულიო,
გავერიდე, მაგრამ მას განცხადება მაინც დაეწერა და გამომიწერეს ასე მეორე შემაკავებელი.

დაბადებიდან ვემსახურები საქართველოს, მე საქართველოს დროშას რომ ვწევდი, ყველა ფეხზე მიდგებოდა, უნდოდა თუ არა ეს რომელიმე ჯგუფს, დღეს რომ პროკურატურა და სასამართლო თავისუფალი ყოფილიყო, იმ რეჟიმს ვებრძოდი საკუთარი სიცოცხლის ფასად. მე კი არა, ნაპოლეონი იჯდა ციხეში და მე რო ვიყო ეგ არაფერია, მაგრამ მე არსად გაქცევას არ ვაპირებ.

მე სახლი გადავაფორმე სოფიო მეფარიშვილზე, ჩემი წილი, რომელიც არის ჩემი საცოლე.
ამ სახლში ხათუნა ამტვრევდა საკეტებს, აფუჭებდა. თან გამიჯნული არაა, მისი რომელია და ჩემი რომელია, ეს ყველაფერი ჩემი შრომითაა გაკეთებული და მთელმა ქობულეთმა იცის ამას როგორ ვაკეთებდი. სპორტკსოლას ვაშენებდი და ავაშენე.  ეს ჩემი ოცნების სახლი იყო და სადაო გახადა ამ ადამიანმა.  როდესაც მივედი, დამხვდა სახლი დაზიანებული და გამოვიძახე სოფიოსთან ერთად პოლიცია. მოვიდნენ, დააფიქსირეს, ამოიღეს და ექპერტიზა ჩაატარეს და შემდგე ოქმიც შედგა. მე და სოფიოც დავიკითხეთ და ვთხოვე, რომ დაცული ვყოფილიყავი ამ პროვოკაცისიგან.

არ ვამაყობ, რომ ასეთი ემოცია გამოვხატე და ისეთი სიტყვები დავხარჯე, მაგრამ თქვენ შეძლებდით ამდენ რამეს? ამდენის მოთმენას?

რისთვის უნდა დამსაჯოთ, რომ ადამიანს მივენდე? ნაპოლეონი და სტალინი იჯდნენ ბოლო-ბოლო ციხეში და მე არ დავიმალები-ამბობს ის.

ცნობილია, რომ ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი სასამართლოს კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.

იმ შემთხვევაში თუ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ალტერნატივის სახით ის სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ყოფილი დეპუტატის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.