მოსამართლე მეტრეველმა ლუკა კურტანიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

29.07.25 19:41
მოსამართლე მეტრეველმა ლუკა კურტანიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ლუკა კურტანიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში  შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.