“დიდება გმირებს“- 7 აგვისტოს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

29.07.25 20:59
“დიდება გმირებს“- 7 აგვისტოს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

“დიდება გმირებს“- ამ სახელწოდებით 7 აგვისტოს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება.

აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, “რუსეთი წლებია ცდილობს ომის დაწყება საქართველოს დააბრალოს და სწორედ ამიტომ ომის დაწყების დღედ 8 აგვისტოს აცხადებს, მაგრამ ისინი არავის მისცემენ ისტორიის გადაწერის უფლებას.“

7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმია როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოიჭრა. 20 საათის შემდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველომ თავდაცვითი სამხედრო მოქმედებებით უპასუხა. ჩვენი სამხედროების თავდადებამ და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების ძალისხმევამ შეძლო და შეაკავა რუსული აგრესია ხუთ დღეში.
რუსეთი წლებია ცდილობს ომის დაწყება საქართველოს დააბრალოს და სწორედ ამიტომ ომის დაწყების დღედ 8 აგვისტოს აცხადებს, მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის უფლებას. საქართველო თავს იცავდა საკუთარ მიწაზე საკუთარი ხალხის და თავისუფლების გადასარჩენად!
7 აგვისტოს ჩვენ გავიხსენებთ სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ მებრძოლებს, ვინც შეგვინარჩუნა თავისუფლება. ჩვენ მივალთ გმირების მემორიალებთან, მივაგებთ პატივს, მივიტანთ ყვავილებს და წავიკითხავთ ლოცვას მათი ნათელი სულებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ სამშობლოს დაცვას ისეთივე თავდადებით და გამარჯვების რწმენით.
7 აგვისტოს ჩვენ მოვალთ მკერდზე ცეცხლისფერი ყაყაჩოებით და ქედს მოვუხრით საქართველოს გმირებს!-წერია ინფორმაციაში.