მთავრობამ ტაქსიში ორზე მეტი პირის გადაადგილებაზე აკრძალვა მოხსნა

24.03.21 13:50
მთავრობამ ტაქსიში ორზე მეტი პირის გადაადგილებაზე აკრძალვა მოხსნა

საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომ ტაქსიში მძღოლის ჩათვლით 3 -ზე მეტი პირის გადაადგილება აკრძალული იყო, მოიხსნა.  ცვლილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ"  მთავრობის დადგენილებაში 23 მარტს შევიდა. 

ამჟამად ძალაში რჩება მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ ტაქსით  გადაადგილებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, პირბადით იყვნენ აღჭურვილნი.