“ვიყავი ნაცემი, ფიზიკურად გადაადგილების უნარი არ მქონდა, წავიდა პარლამენტში და გარედან ჩამკეტა“- მიქაცაძე ძალადობის კიდევ ერთ შემზარავ ამბავს იხსენებს
ელდარ კურატანიძის ყოფილი ცოლი, რომელზეც ქმარმა ფიზიკურად იძალადა, კიდევ ერთ შემზარავ ამბავს იხსენებს, რომელიც მისი თქმით, წლების წინ ბორჯომში მოხდა, შემდეგ კი ქუთაისში გაგრძელდა.
ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ მაშინ კურტანიძე პარლამენტის მოქმედი დეპუტატი იყო.
როგორც მიქაცაძე გადაცემა “რეაქციაში“ ამბობს, სასტიკად ნაცემი ცოლი, კაცმა სახლში ჩაკეტა და პარლამენტში ისე წავიდა, მას კი იქიდან გამოსაქცევად მეზობლის აივანზე პოლის ჯოხით გადაძრომა და ისე გაქცევა მოუწია.
ძალადობის მსხვერპლი ქალის თქმით, ის ამ ამბის გახმაურებას არ აპირებდა, თუმცა, გადაწყვიტა ამით ყველა ქალისთვის გახდეს მოტივაცია, რომ ზალადობაზე ხმამაღლა ილაპარაკონ და არ დამალონ.
ვიყავი ნაცემი, ბორჯომში მოხდა ფაქტი, მაგრამ ფიზიკურად გადაადგილება არ შემეძლო, ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა ქუთაისში, მაშინ იყო პარლამენტის წევრი, მიმიყვანა ბინაში, რომელიც იყო მეორე სართულზე, როდესაც გავიდა სახლიდან, მე ფიზიკურად გადაადგილების უნარი არ მქონდა და გარედან ჩამკეტა. ვთხოვე გასაღების დატოვება, მშია-თქო, მაგრამა რ დამიტოვა, ამომიტანა მაწონი და ბულკი და წავიდა. გავედი აივანზე და მეორე სადარბაზოს აივანზე ვიძახდი, გამომხედა ქალბატონმა, რომელსაც ვთხოვე, რომ მისი აივნიდან გადავსულიყავი, ვიცრუე და ვუთხარი, რომ კარი ჩამეკეტა, რადგან მრცხვენოდა მეთქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ოღონდ გავქცეულიყავი და იმის შიშიც არ მქონდა, რომ გადავვარდებოდი და მოვკვდებოდი. პოლისჯოხის დახმარებით, გადავხტი იმ აივანზე და წამოვედი ტაქსით-იხსენებს მიქაცაძე.