ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ასე მოიქცეოდა და ეს საამაყოა-გივი თარგამაძის შვილი
ამდენი უდანაშაულო ბავშვი რომ ზის ციხეში, არანაირად არ იქნებოდა ეს ადამიანური საქციელი, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყო,- ამის შესახებ გივი თარგამაძის შვილმა, კატო თარგამაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მამამისის საქციელით ამაყობს და ის და მისი ოჯახი, გვერდში დაუდგება ბოლომდე.
ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ასე მოიქცეოდა და ეს საამაყოა ზუსტად. ამდენი უდანაშაულო ბავშვი რომ ზის ციხეში, არანაირად არ იქნებოდა ეს ადამიანური საქციელი, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყო. თვითონ რომ მივიდა, ჩემთვის ეს უფრო სტიმულის მომცემია და ვფიქრობ, რომ სხვებსაც დაანახა, როგორი ძლიერია და არსად აპირებს გაქცევას. ჩვენ სულ გვერდში ვედგებით და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად ვიყოთ, რადგან უკვე ყველა გაბოროტებულია და იქნებ ჩვენ მაინც მოვახერხოთ ისე, რომ ხალხს დავანახოთ- “არ გავბრაზდებით, ძალიანაც რომ ეცადნენ, არ გავბრაზდებით“, -განაცხადა კატო თარგამაძემ.