მეუხერხულება ჩემ ტკივილზე საუბარი, როცა ვიაზრებ, რომ ქვეყანაში ამდენი სინდისის პატიმარია-გიორგი ვაშაძის მეუღლე

29.07.25 23:23
მეუხერხულება ჩემ ტკივილზე საუბარი, როცა ვიაზრებ, რომ ქვეყანაში ამდენი სინდისის პატიმარია-გიორგი ვაშაძის მეუღლე

 

გიორგი ვაშაძის ცოლი, ქეთი სიჭინავა ამბობს, რომ მისმა ქმარმა როცა ეს გზა აირჩია, ზუსტად იცოდა, როგორც პოლიტიკოსმა, რომ “ბრძოლის ველი აუცილებლად ციხეზე გავიდოდა“.

სიჭინავამ გადაცემა “რეაქციაში“ თავის განცდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეუხერხულება საკუთარ ტკივილზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც ამდენი სინდისის პატიმარი ჰყავს ქვეყანას.

2012 წლის შემდეგ ვართ არადამიანურ ბრძოლაში, ეს გზა რადგან აირჩია, ცხადია, როგორც პოლიტიკოსმა იცოდა, რომ ბრძოლის ველი აუცილებლად გავიდოდა ციხეზე და მეც მაფრთხილებდა, წინა დღეებში, მაგრამ არაასდროსაა ეს გაფრთხილება საკმარისი, რადგან ძალიან რთული იყო ჩემთვის ამის გაზრება, გადატანა და როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, მოსალურად საკმაოდ გამიჭირდა. არც გამიბედავს მეკითხა, სხვა რამეს ხომ არ აპირებდა. მიუხედავად იმის, რომ საშინელია ჩემთვის მისი საპატიმროში ყოფნა, ორი აზრი არ არსებობდა, რომ რაიმე სხვა გზას მიმართავდა, ამ ბრძოლაში გააზრებულად არის, ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში ეს გარდაუვალია. მეუხერხულება ჩემ ტკივილზე საუბარი, როცა ვიაზრებ რომ ამდენი სინდისის პატიმარია, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ პოლიტიკასთან და მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ მოქალაქეობრივ სწორ აზრს აფიქსირებდნენ, ისჯებიან, -განაცხადა სიჭინავამ.