ყველა დაპატიმრებულის მშობლებს ვთხოვ, მაგრად იყვნენ, თუ გული აწუხებს რომელიმეს, მე მივხედავ- ანზორ მელია
მე ვთხოვ ყველა დაპატიმრებულის მშობლებს, მაგრად იყვნენ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, თუ გული აწუხებს რომელიმეს, მე მივხედავ, ოღონდ არ მივცეთ სიამოვნების მიღების საშუალება, - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ანზორ მელიას თქმით, დღეს ახალი მოდაა, რომ ყველა დაამცირონ და შეურაცხყოფა მიაყენონ და ამის მაგალითად ზურა ჯაფარიძის დედის პანაშვიდზე მიყვანის ფაქტი გაიხსენა.
მისი თქმით, ყველამ უნდა იამაყოს საკუთარი ოჯახის წევრით, რადგან ისინი ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის ხედან.
საშინელებაა, 10 წლის ბავშვმა უყურა და მოვარდა, ნიკა გაიტაცესო. ამათი ახალი მოდაა, რომ ყველა დაამცირონ და შეურაცხყოფა მიაყენონ. მე ვთხოვ ყველა დაპატიმრებულის მშობლებს, მაგრად იყვნენ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, თუ გული აწუხებს რომელიმეს, მე მივხედავ, ოღონდ არ მივცეთ სიამოვნების მიღების საშუალება, როგორიც მიიღეს ზურა ჯაფარიძის მოყვანით, დედის პანაშვიდზე. ეს არ უნდა განმეორდეს, ამიტომ, ყველანი მაგრად უნდა ვიყოთ და ვიამაყოთ, რადგან ჩვენი შვილები, მეუღლეები და მამები იმიტომ კი არ არიან დაჭერილები, რომ ბანდიტია, ქურდია და ბიუჯეტის ფულს ხრავს, არამედ იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარულის გამო გააკეთეს ყველაფერი. მე ყველაფერს გავაკეთებ და დაველოდები იმ პერიოდს, როცა ესენი წაბრძანდებიანდ ა ადგილს გაუცვლიან, მაგრამ ის ციხე ამათთვის საშინელება იქნება,რ ადგან ხალხი ამათ ვეღარ იტანს, - განაცხადა ანზორ მელიამ.