წინასწარ ვიცოდით, რომ რეჟიმი უსამართლოდ ისევ ციხეში ჩასვამდა ნიკას-სოფო ლილუაშვილი
ნიკას თავისი ფეხით მისვლა საპატიმროში ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ უსამართლოდ რეჟიმი ისევ ციხეში ჩასვამდა ნიკას,- ამის შესახებ გვარამიას ცოლმა, სოფო ლილუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “დიდი გამბედაობა სჭირდება იმას, რაც პატიმრებმა გააკეთეს, როცა თავიანთი ფეხით მივიდნენ საპატიმროებთან.“
ნიკას თავისი ფეხით მისვლა საპატიმროში ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ უსამართლოდ რეჟიმი ისევ ციხეში ჩასვამდა ნიკას და სულ არ გვინდოდა, რომ ან ოფისში, ან სახლში, ან ისეთ გარემოში, რასაც შეიძლებოდა პრობლემა მოყოლოდა, მომხდარიყო მისი დაკავება, მარტო აპირებდა წასვლას, მეც მეუბნებოდა, რომ არც შენ გამომყვე, არავინ მინდაო, მაგრამ ამას ვერ მოვაკლდებოდი, ნამდვილად, რადგან რაღაცნაირი პროცესი იყო, ცოტა სურეალიზმში მეგონა თავი, ფილმშიც კი, მაგრამ ბოლო წლებია, ცუდი ფილმივით არის ჩვენთვსიაც და სხვა პატიმრების ოჯახებისთვისაც, უბრალოდ ადამიანებისთვის, ალბათ მართლაც ცუდი ფილმია ის, რაც უკანასკნელ წლებში ხდება. ვფიქრობ, დიდი გამბედაობა სჭირდება იმას, რაც ჩვენმა პატიმრებმა გააკეთეს, თუნდაც ის, რომ ბევრ მათგანს ჰქონდა ქვეყნის დატოვების შანსი, მაგრამ არავინ ეს არ გააკეთა, -განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.