დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი განაჩენის მოლოდინში - სასამართლოში დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი განაჩენის მოლოდინში - თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის დახურული სხდომა დღეს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა დამსწრეებისთვის გააღო. ადვოკატების თქმით, გალუსტაშვილი, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს განაჩენს.
ამ წუთებში პროცესზე დასკვნით სიტყვას ამბობს დაცვის მხარი, ამის შემდეგ კი სასამართლოზე საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლონ დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა, რის შემდეგაც მოსამართლე სავარაუდოდ სათათბიროად გავა.
შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.