29 წლის იუბილე გლდანის ციხეში - დედის მილოცვა ანდრო ჭიჭინაძეს, რომელსაც შვილი 8 თვეა არ უნახავს
29 წელი დღეს გლდანის ციხეში შეუსრულდა - ეს სინდისის პატიმრისთვის უჩვეულო დაბადების დღეა, პირველად ხვდება ოჯახის წევრების და მეგობრების გარეშე, თუმცა იცის რომ გარეთ ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა შეიყვარა.
დღეს სოციალურ ქსელში, დილიდან ყოველი მეორე პოსტი ანდრო ჭიჭინაძის მილოცვით და ფოტოთი იწყება. სინდისის პატიმარს მადლობას უხდიან სამშობლოს ასეთი სიყვარულისთვის, მედგრად ბრძოლისთის და მალე გათავისუფლებას უსურვებენ.
დედისთვის, კი რომელსაც შვილი 8 თვე არ უნახავს, განსაკუთრებით რთულია დღევანდელი დღე ანდროს გარეშე. თუმცა, ლიკა გუნცაძე დარწმუნებულია რომ ანდრო მალე თავისუფლებაზე იქნება - "გილოცავ დაბადების დღეს, ანდრო მინდა გისურვო არც 4 კედელში, არც დიდ სივრცეში, არსად არ გაჩერდე".
დაბადების დღეს აღნიშნავდა ანდრო ყოველთვის ძალიან უბრალოდ, ზაფხული რადგან არის კიკეთში ვისვენებთ ხოლმე ამ პერიოდში და იქ ამოდიოდნენ ხოლმე მისი მეგობრები. წინა წელს არაფერი მიჩუქებია, უფრო ხშირად წიგნებს ვჩუქნი ხოლმე. ციხეში მარტო შეიძლება ტანსაცმელი და წიგნები, მეტს ვერაფერს ვერ შუეგზავნი. ახლა ვარკვევ ბლოკნოტი თუ შეიძლება, მინდა ჩემი ნაჩუქარი ბლოკნოტი შევუგზავნო და იქ დამიწეროს წერილები. მე არ მინახავს ანდრო 8 თვეა. ამ ეტაპზე, მირჩევნია ჩემი შვილი არ ვნახო ბადრაგებს შორის.
ანდრო გილოცავ დაბადების დღეს, მინდა გისურვო არც 4 კედელში, არც დიდ სივრცეში არსად არ გაჩერდე. სულ იფიქრე იმაზე, რომ განვითარდე და არ გაჩერდე. სულ ახალ-ახალი იდეები უნდა მოგივიდეს და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, მე ამას გპირდები", - ამბობს ლიკა გუნცაძე.
დილიდან გლდანის ციხესთან მივიდნენ მსახიობები, ხელოვანები, მოქალაქეები. მათ დაკავებულ მსახიობს საკანში წიგნები შეუგზავნეს და ასე მიულოცეს დაბადების დღე ანდრო ჭიჭინაძეს.
პროევროპულ აქციაზე დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.