მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი 8 აგვისტომდე გადადო
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაკავებული მუსიკოსის, დავით ხომერიკის პროცესი 8 აგვისტომდე გადადო - გადადების შუამდგომლობით თავად სინდისის პატიმრის ადვოკატმა მიმართა მოსამართლეს, თქვა, რომ პოზიციები უნდა შეათანხმოს მის დასაცავ პირთან.
8 აგვისტოს ჯერ დაცვის მხარეს ექნება დასკვნითი სიტყვა, შემდეგ თავად ბრალდებულს, ამის მერე კი სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.