ვეფხია კასრაძე იუბილარია - გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები და "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მივიდნენ
სინდისის პატიმრები დილიდან მილოცვებს იღებენ - დღეს ანდრო ჭიჭინაძის და ვეფხია კასრაძის დაბადების დღეა, ამიტომ დილიდან საპატირმოსთან ხალხმრავლობაა.
პროევროპულ აქციაზე დაკავებულებს საკანში წიგნებს უგზავნიან, სხვა საჩუქრების შეგზავნა ციხეში აკრძალულია.
თანაგუდელისთვის დაბადების დღის მისალოცად გლდანში კოლიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მივიდნენ, ადგილზე იმყოფებიან ვეფხია კასრაძის ოჯახის წევრებიც. მსახიობი და აგვისტოს ომის ვეტერანი დღეს 54 წლის გახდა.
დღეს ჩემი მეუღლე იუბილარია და მოვედი ჩემს შვილებთან ერთად, რომ მივულოცოთ დაბადების დღე, ვუსურვოთ ჯანმრთელობა, სულიერი მხნეობა, ფიზიკური თავისუფლება, რადგან ისე თავსიუფლებას ვერავინ შეუზღუდავს", - ამბობს კასრაძის მეუღლე.
დღეს არის ჩემი თანამებრძოლის, ჩემი ვეფხო კასრაძის დაბადების დღე. 54 წელი შეუსრულდა. დიდი ხანია ჩვენ ერთად ვართ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც ერთად ვიბრძოდით და ეს მთავრობა ვეფხოს აბრალებს სამშობლოს ღალატს და გადატრიალების მომზადებას. ეს სასაცილოც აღარ არის. მე დღეს მინდა უბრალოდ მივულოცო და ვუსურვო, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ციხიდან და ტავსი ანგელოზ ბავშვებს ჩაეხუოს", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.