ანდრო ჭიჭინაძის და ვეფხია კასრაძის უჩვეულო დაბადების დღე საპატიმროში და მხარდამჭერები გლდანის ციხესთან
სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის და ვეფხია კასრაძის დაბადების დღე გლდანის ციხეში - დღეს პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრებისთვის უჩვეულო დაბადების დღე იყო, საკანში ოჯახის წევრების და მეგობრების გარეშე, თუმცა ორივე მსახიობისთვის მისალოცად ციხესთან დღეს მხარდამჭერების მთელი ჯარი მივიდა.
ანდრო 29 წლის გახდა, დღეს ის მისი ოთხის წლის შვილთან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა დაბადების დღეს საკანში შეხვდა.
ლიკა გუნცაძეს შვილი 8 თვეა არ უნახავს, ის სასამრთლოზეც ვერ მიდის, იმდენად უმძიმს ანდროს ბადრაგების გვერდით წარმოდგენა. დედა სინდისის პატიმარს უსურვებს - მისი იდეები ოთხმა კედელმაც ვერ ჩააქროს.
ვეფხია კასრაძის 54 წლის იუბილეს მამის გარეშე შეხვდნენ მისი შვილები და ცოლი, ისინი დღეს გლდანის ციხესთან მივიდნენ.
ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სინდისის პატიმრებისთვის საჩუქრად ციხეში მხოლოდ წიგნების შეგზავნა შეძლეს, რადგან სხვა ყველაფრის შეგზავნა აკრძალულია, თუმცა დღეს ანდრომაც და ვეფხიამაც იცოდა, რომ ციხის გარეთ მათთვის დაბადების დღის მისალოცად უამრავი ადამიანი იყო მისული.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.