სინდისის პატიმრები განაჩენის მოლოდინში და ერთი-მეორის მიყოლებით გადადებული პროცესები

30.07.25 20:49
სინდისის პატიმრები განაჩენის მოლოდინში და ერთი-მეორის მიყოლებით გადადებული პროცესები

გამომძიებლების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, ცდომილება პატაკები, უხეში დარღვევები ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებებში და გამქრალი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა სინდისის 2 პატიმრის სისხლის სამართლის საქმეში - ეს იმ ფატქების მცირე ჩამონათვალია რომლის გათვალისწინებაც, ადვოკატების თქმით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მოუწევს.

სანქცირებულმა მოსამართლემ დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმეზე განაჩენი 8 აგვისტოს უნდა გამოაცხადოს. დაკავებულების ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლეს პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად პოლიციელების ჩვენებების გარდა, მტკიცებულება პრაქტიკულად არ აქვს.

დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის საქმეზე დახურული სხდომა დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დამსწრეებისთვის გააღო. გალუსტაშვილმა სხდომა ისე დაამთავრა რომ ბრალდებულებს სიტყვა არ მისცა,  დაპირდა რომ 8 ში მოუსმენს და განაჩენს ამის შემდეგ გამოაცხადებს.

რა განაჩენს გამოუტანს ნინო გალუსტაშვილი, გლდანის საპატიმროში გადაწყვეტილებას დაელოდება 26 წლის სინდისის პატიმარი დავით ხომერიკიც. მღვდლის შვილი დასკვნით სიტყვას 8 აგვისტოს იტყვის. 

უვადოდ, სათათბიროდ გასული 2 მოსამართლის ვერდიქტს უკვე ელოდება სინდისი ორი პატიმარი-გიორგი ახობაძე და ანატოლი გიგაური. ჯვებე ნაჭყებიას და რომეო ტყეშელაშვილს განაჩენები ორშაბათს უნდა გამოეცხადებინათ, თუმცა გადადეს-მოტივი არ უთქვამთ, თქვეს რომ სათათბიროდ გავიდნენ, როდემდე უცნობია.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.