გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა სააპელაციოში გადაიდო
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაურკევევლი ვადით გადაიდო - სხდომა დღეს 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ ადვოკატებს დილით დაურეკეს და უთხრეს რომ გადადება პროკურატურამ მოითხოვა.
გუშინ გამართულ სხდომაზე კი ბაჩიაშვილმა ჩვენება ივანიშვილის წინააღმდეგ ოფიციალურად მისცა, ილაპარაკა წამების ფაქტზეც და მოითხოვა დაზარალებულის სტატუსის მინჭებაც, თუმცა ადოვაკატების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ბიზნესმენს არც სტატუსს აძლევენ და არც კადრებს, სადაც სავარუდოდ საკანში მასზე თავდასხმაა გადაღებული.
აღნიშნულ საქმეზე არსებობს აბსოლუტურად ყველა გარემოება, რაც საფუძველი არის პირის დაზარალებულად ცნობის. ეს გახლავთ თუნდაც ის დაზიანებები, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს მიაყენეს საკანში, რაც არ არის დადასტურებული მხოლოდ მისი ჩვენებით, არამედ არსებობს სამედიცინო ისტორია, ის დღემდე მოთავსებულია ნომერ მე18 სამკურნალო დაწესებულებაში. ამას გარდა, გადაყვანილი ჰყავდათ "ვივა მედის" კლინიკაში, სადაც ასევე მას ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. ჯამში, ყველა გარემოებაა დაზარალებულად ცნობის. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განცხადებსი გარეშეც მოხდება მისი დაზარალებულად ცნობა, თუმცა რაკი არ მოხდა, უკვე მიმართული გვაქვს, წინა კვირას მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ დაზარალებულად ცნობა. თუკი იქნება უარი, კანონით დადგენილ ვადაში, ჯერ გავასაჩივრებთ პროკურატურაში და შემდეგ თუ საჭირო იქნება სასამართლოში. კადრებს რაც შეეხება, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მათი მხრიდან რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი, უკვე დიდი ხნის წინ ვნახავდით ამ კადრებს. ორი კამერა იყო განთავსებული, თან ეს იყო ისეთი კამერები, სადაც 24 საათიან რეჟიმში არა მხოლოდ ჩაწერა მიმდინარეობდა, არამედ მიმდინარეობდა დაკვირვება ლაივ რეჟიმში. რატომ არ ასაჯაროებენ, ცხადია, ეს კითვის ნიშნები რჩება, მაგრამ გარდა ამისა, გამოძიება ვალდებულია ამოიღოს ეს კადრები",- აცხადებს ადვოკატი ლევან მახარაშვილი.