დატბორილი სახლები და დახოცილი პირუტყვი - სტიქია ქარელში

24.03.21 13:53
დატბორილი სახლები და დახოცილი პირუტყვი - სტიქია ქარელში

სტიქია ქარელის რაიონში - სოფელ დვანში ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. უხვი ნალექის გამო, მდინარე ფრონის კალაპოტმა მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა, რის გამოც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. 
წყალი მოედინება სოფლის შიდა გზებზე. ადგილობრივების ინფორმაციით, დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი. მოსახლეობა სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვის. 

მთელი მოსავალი, რაც ჰქონდა ხალხს გაუფუჭდა, გაუოხრდათ. ცხოველები ფრინველები დაეხოცათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ყოველ წელიწადს ასეა, მაგრამ, აბა... - ამბობს ადგილორივი მცხოვრები. 

საუკუპაციო ზოლთან მდებარე  სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
 

მსგავსი სიახლეები