ბერლინში, მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესის პარალელურად აქცია გაიმართება

31.07.25 14:34
ბერლინში, მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესის პარალელურად აქცია გაიმართება

ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, ხვალ, პირველ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესის პარალელურად აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "გზა" ავრცელებს. 

აქცია ბერლინის დროით 13:00 საათიდან დაიწყება. 

აქციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება არტ-ინსტალაცია “სინათლე წყვდიადიდან”, რომელიც ეძღვნება სინდისის პატიმრებს — ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი აზრის გამოხატვის გამო დღეს დიდი სასჯელის წინაშე დგანან.

მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაწერონ გზავნილები პოლიტპატიმრებისთვის," - წერია ორგანიზაციის პოსტში. 

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს, 13:00 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება ხვალვე გამოაცხადოს. 

შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.