როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში
31 ივლისის 21 საათიდან 1 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო
- ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
- ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 აგვისტოს ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.