მადლობა მოლოცვისა და გვერდში დგომისთვის, ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება - ანდრო ჭიჭინაძე

31.07.25 16:13
მადლობა მოლოცვისა და გვერდში დგომისთვის, ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება - ანდრო ჭიჭინაძე

სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც გუშინ გლდანის ციხეში 29 წელი შეუსრულდა, ხალს მილოცვისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის - დაკავებულმა მსახიობმა წერილი დღეს პროცესზე მის ადვოკატს, თორნიკე მიგინეიშვილს გადასცა.

ანდრო ჭიჭინაძე დაბადების დღეს ულოცავს სინდისის პატიმარს, ვეფხია კასრაძესა და ქვეყნიდან გაძევებულ თემურ ქათამაძეს, რომლებიც გუშინ ასევე იუბილარები იყვნენ.

მიხარია რომ ამ ყველაფერმა ესეთი ღირსეული და წესიერი ადამიანები გამაცნო - წერს წერილში სინდისის პატიმარი. 

"უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოლოცვისთვის და გვერდში დგომისთვის. იცოდეთ რომ თითოეულ თქვენგანს ძალიან ვაფასებ და არასდროს დამავიწყდება ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ. 

არ ვიცი როგორ უნდა დაგიბრუნოთ ის, რასაც თქვენგან ამდენი ხნის განმავლობაში ვგრძნობ და ვხედავ.

მადლობა.

ვეფხია კასრაძესა და თემურ ქათამაძეს ვულოცავ დაბადების დღეს და მიხარია რომ ამ ყველაფერმა ესეთი ღირსეული და წესიერი ადამიანები გამაცნო. 

ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება. თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერებას და ისეთ გარემოში ცხოვრებას გისურვებთ, როგორშიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა.

ეს აუცილებლად ასეც იქნება.

 ანდრო ჭიჭინაძე (30.07.2025)