მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარი პატიმრობაში დატოვა

31.07.25 16:18
მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძრ, ონისე ცხადაძრ, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუს, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

დღევანდელ სხდომაზე ყველა ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს პატიმრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.