მე დღეს ფუნიკულიორზე ემპათიისგან დაცლილი ქალბატონები ვნახე-ეკა წერეთელი
დღეს რაც ვნახეთ ფუნიკულიორზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო ორად არის გახლეჩილი, ეს რა ვნახე?- ამის შესახებ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეტელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
წერეთელის თქმით, „ოცნების“ ღონისძიებაზე შეკრებილებიდან უმეტესობას კარგად იცნობს და მისთვის ეს წრე უცხო არ არის.
ჩიკვაიძის დედა პარალელს ავლებს კალაძის წარდგენაზე მისულებსა და სინდისის პატიმრების დედებს შორის და ამბობს, მათ შორის კონტრასტი ზედმეტად თვალშისაცემია.
დღეს რაც ვნახეთ ფუნიკულიორზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო ორად არის გახლეჩილი, ეს რა ვნახე? ასეთი ემპათიისგან დაცლილი ქალბატონები. ზოგიერთ მათგანს მე კარგად ვიცნობდა ამიტომ, არაფერს ვიტყვი. უბრალოდ დღეს ჩვენ გვისმენენ ალბათ ციხეში და სინდისის პატიმრის დედებიც. ნახეთ ეს კონტრასტი-ის ქალბატონები, რომლებიც სრულიად დაცლილი არიან ემპათიისგან და მეორე მხარეს დედები, რომლებსაც მაისურებზე თავიანთი შვილების ფოტოები აქვთ ამობეჭდილი. დავდივართ ქუჩებში, ვარიგებთ გაზეთებს, რათა ხალხში ემპათია და თანაგრძნობა გამოვიწვიოთ და იქ, გაპრანჭულ ქალბატონებს. ეს ქალბატონები და ეს წრე ჩემთვის უცხო არაა, მაგრამ არასდროს ემპათია არ დამიკარგავს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლა განსაცდელსა და გაჭირვებაშია,- განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, მან როგორც ექიმმა, კარგად დაინახა, რომ “ოცნება“ მშვიდად ვერ არის და ეს კობახიძის სახეზე ნათლად ჩანდა.