ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სოფელ თვალივთან ხევის ადიდების გამო მოძრაობა დროებით იზღუდება

31.07.25 23:54
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სოფელ თვალივთან ხევის ადიდების გამო მოძრაობა დროებით იზღუდება

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სოფელ თვალივთან ხევის ადიდების გამო მოძრაობა დროებით იზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფ. თვალივი), დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.