“თავისუფლება მზია ამაღლობელს“ - ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება
“თავისუფლება მზია ამაღლობელს“ - ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
შეკრებილები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ფოტო: ipn