„მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“ - როგორი ამინდი იქნება 1 და 2 აგვისტოს საქართველოში

01.08.25 13:38
„მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“ - როგორი ამინდი იქნება 1 და 2 აგვისტოს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია, სეტყვაც და ელჭექის დროს ქარის გაძლიერებაც.

1-ელ და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები