მზია ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს-პროცესის პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება

01.08.25 15:11
მზია ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს-პროცესის პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება

მზია  ამაღლობელი სასამართლოში მიიყვანეს, პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და სინდისის პატიმრების დედები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ჩავიდნენ.

ისინი ამბობენ, რომ შეუძლებელი იყო, არ ჩასულიყვნენ ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვის გამო, უკვე მერამდენე თვეა “ქართულ ოცნებას“ ციხეში ჰყავს გამოკეტილი.

მზია არის ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის თავისუფლების სიმბოლო, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძვის თავისუფალი სიტყვისთვის. ერთი ლოყაზე მოცაცუნებისთვის რომ ამხელა წლები აქვს მისჯილი, ყოვლად აღმაშფოთებელია. ე.ი. ჩვენ ქვეყანაში საერთოდ ჰუმანურობა არ არსებობს, -ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა.

ჩემი შვილის პროცესიც რომ ყოფილიყო, იმასაც დავტოვებდი, რადგან დღეს არის საბოლოო სხდომა, გამოიტანენ განაჩენს თუ არა, აუცილებლად უნდა ვყოფილიყავით აქ, - ამბობს მარიზი კობახიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. 

შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები