West Fest Kutaisi შეზღუდვას ადასტურებს

05.08.25 16:06
West Fest Kutaisi  შეზღუდვას ადასტურებს

West Fest Kutaisi-ი ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ ფესტივალში მონაწილე არტისტების მიმართ გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ. 

West Fest Kutaisi-ი სოციალურ ქსელში წერს, რო გამომსვლელებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავება სთხოვა.

მათი განცხადებით, ორგანიზაცია არის არაპოლიტიზირებული, არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი.

West Fest Kutaisi-ს დამფუძნებლები ვრჩებით საწყის აზრზე , რომელიც ფესტივალის შექმნის დროს გაგვაჩნდა. 

ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, არ გვინდოდა ფესტივალს მიეღო პოლიტიკური ელფერი  და შესაბამისად პერსონალური თხოვნის საფუძველზე ყველა მონაწილე ბენდთან, ერთი თვის წინ, მათ შორის Loudspeakers -თან შევთანხმდით, რომ ფესტივალს არ მიცემოდა პოლიტიკური სახე და ქალაქს ჰქონოდა განტვირთვისა და გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის საშუალება.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ჩვენ არ გვინდოდა პოლიტიკური სახე მისცემოდა ფესტივალს. ორგანიზაცია არის არაპოლიტიზირებული, არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი.

West Fest Kutaisi არის კერძო პირების მიერ კომერციული მიზნით შექმნილი ორგანიზაცია.   

ხოლო რაც შეეხება Loudspeakers, პირველადი შეთანხმების მიუხედავად , ვერ შეძლო ჩვენი თხოვნის გათვალისწინება და უარი განაცხადა ფესტივალზე გამოსულიყო. 

ჩვენ პატივს ვცემთ ყველას ინდივიდუალურ აზრს.

ფესტივალის მიზანი არის ქუთაისის ცნობადობის გაზრდა მუსიკალური თვალსაზრისით.

მადლობა ყველას" - წერია განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები