გიორგი კალატოზი: ეს მთავრობა რომ არ იქნება, მერე სად მიდიხართ უკვე უნდა იცოდეთ...

06.08.25 15:32
გიორგი კალატოზი: ეს მთავრობა რომ არ იქნება, მერე სად მიდიხართ უკვე უნდა იცოდეთ...

სპორტული კომენტატორი, გიორგი კალატოზი მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება

რანაირად დავიჯერო რომ სულ ეს მთავრობა იქნება... და რომ არ იქნება, მერე სად მიდიხართ უკვე უნდა იცოდეთ..." - წერს გიორგი კალატოზი. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.