საქართველო - ესპანეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო - რიგში 22 709 ადამიანია

24.03.21 14:42
საქართველო - ესპანეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო - რიგში 22 709 ადამიანია

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩზე, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ გაიმართება,  დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამ დროისათვის რიგში 22 709 ადამიანია.  

საიტზე TKT.GE ბილეთების შეძენად რიგი დღეს, 24 მარტს 12:00 საათიდან გაიხსნა, თუმცა ბილეთების გაყიდვა 13 საათიდან დაიწყო.  

ვინაიდან აღნიშნულ ღონისძიებაზე მოთხოვნა დიდია და ბილეთების გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული რიგის საშუალებით, 12 საათის მდგომარეობით რიგში უკვე იდგა 9 000-მდე ადამიანი. იმისთვის, რომ გაყიდვები სამართლიანად წარიმართოს, მნიშვნელოვანია, რიგის ნომრის მინიჭება მოხდეს დათქმულ დროს, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გაყიდვების დაწყების დრო გადავიტანოთ 13:00-ზე", - წერია TKT.GE-ს განცხადებაში.

საქართველო - ესპანეთის მატჩზე გაყიდვაში 15 000 ბილეთია. ბოლო მონაცემებით, გაყიდულია 2 657 ბილეთი.
 

მსგავსი სიახლეები