მოსამართლე ცეკვავამ იოსებ ჯანდიერი 7-დღიან პატიმრობაში გაუშვა

11.08.25 17:11
მოსამართლე ცეკვავამ იოსებ ჯანდიერი 7-დღიან პატიმრობაში გაუშვა

რუსთაველის გამზირზე 9 აგვისტოს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ჯანდიერი მოსამართლემ 7-დღიან პატიმრობაში გაუშვა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხდა.

დაკავებული აქტივისტის ადვოკატი, მარიკა არევაძე ამბობს, რომ შსს-ს მხრიდან არასრულად იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, მოსამართლემ მაინც გამოიყენა პატიმრობა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში გაუშვა.

იოსკას დაკავება მოხდა 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე,პოლიცია მას უმისამართო ლანძღვა-გინებას ედავებოდა და მეორე, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას. შშს -ს წარმომადგენლებს წარმოდგენილი ჰქონდათ სამხრე კამერების ჩანაწერები, რომლებიც იყო არასრული და არ ასახავდა პოლიციის მხირდან ე.წ. სამართლდარღვევის და გაფრთხილების სრულ დროს. აღსანიშნავია, რომ არსადა ჩანს, ისოკას მხრიდან რაიმე დარღვევა, დაკავებამდე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მისიი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას, ადგილი არ ჰქონია. ამ პირობებში, მაინც მოხდა მისი სამართალდამრღვევად ცნობად ა შეეფარდა 7-დღიანი პატიმრობა, საიდანაც 2 დღე უკვე ჩაითვალა, შესაბამისად 5 დღე მოუწევს გაატაროს იზოლატორში, -განაცხადა არევაძემ.

ჯანდიერს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ და შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო  პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები