სინდისის 8 პატიმრის განაჩენს მოსამართლე მჭედლიშვილი 1-ელ სექტემბერს გამოაცხადებს

18.08.25 15:07
სინდისის 8 პატიმრის განაჩენს მოსამართლე მჭედლიშვილი 1-ელ სექტემბერს გამოაცხადებს

სინდისის 8 პატიმრის განაჩენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი 2025 წლის პირველ სექტემბერს გამოაცხადებს.

დღეს პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა.

მომდევნო სხდომიდან კი დასკვნითი სიტყვები დაცვის მხარემ უნდა დაიწყოს.

მომდევნო სხდომები 25 და 27 აგვისტოს დაინიშნა. მოსამართლე ამბობს, რომ კიდევ ერთ პროცესს დაამატებს, ყოველი შემთხვევისთვის - ბოლო სხდომა ჯგუფური ძალადობის ამ საქმეზე პირველ სექტემბერს ჩატარდება. 25 და 27 აგვისტოს დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვებს და მოსამართლე ბრალდებულების საბოლოო სიტყვებსაც მოისმენს.

შესაბამისად, 22 აგვისტოს დანიშნული სხდომა გაუქმდა.

  • დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები